დარწმუნებული ვარ, რომ ვისაც „პატარა პრინცი“ ბოლომდე აქვს წაკითხული ეს
წიგნი ძალიან უყვარს. პერსონაჟებიდან ვფიქრობ უმეტესობას პატარა პრინცი უყვარს. მე
მელა მომეწონა. მელას დახმარებით მოშინაურების პირდაპირ და გადატანით მნიშვნელობას
მივხვდი. ასევე ძალიან მომეწონა ლოთი, მას ძალიან სულში ჩასაწვდომი და სევდიანი ისტორია
ჰქონდა. თუ ვინმეს კითხვა ეზარება, არ არის პრობლემა. წიგნი პატარაა, სადღაც 80 გვერდიანი,
ამიტომაც არ დაიზაროთ და ეს შედევრი არ დატოვოთ წაუკითხავად.
მოდი პილოტზე ვისაუბროთ.
მე მას ბევრ რამეში დავეთანხმე, მაგალითად იმაში, რომ დიდებს ყველაფერი „ხელის გულზე
უნდა დაუდო“. ბევრჯერ მომხდარა, რომ დიდებისთვის ყველაფრის ისე ახსნა გიწევს, თითქოსდა
პატარა ფაზლს აწყობ. ზოგჯერ ეს 100-იანი ფაზლია, თუ რაღაც უფრო რთულია კი 1000 - იანი.
როცა კი ძლივს მიხვდებიან რაზე ლაპარაკობ, ფაზლი აწყობილია.
კიდევ ერთ რამეზე
ვამახვილებ ყურადღებას დასაწყისიდან. პილოტს უნდოდა მხატვარი გამხდარიყო მაგრამ დიდებმა
უარი უთხრეს ამ განზრახვაზე. მე ამას ვაპროტესტებ! თუ პილოტს მხატვრობა უნდოდა, მისთვის
ხელი არ უნდა შეეშალათ. თუ მას მუსიკოსობა მოუნდებოდა, უნდა გამხდარიყო. მთავარი ის
არის რომ შენს ოცნებაში მჭიდროდ უნდა იყო ჩაფლული თორემ მერე შუა გზაში მოგწყინდება
და მიატოვებ. ეს შეცდომა მე თვითონ დამიშვია და ვცდილობ აღარ დავუშვა. ამით გემშვიდობებით
და ყველას გირჩევთ „პატარა პრინცის“ წაკითხვას!