Tuesday, June 19, 2018

თევზი ხეზე




„ნუ იქნები ასეთი მკაცრი საკუთარი თავის მიმართ კარგი? იცი ერთმა ბრძენმა კაცმა თქვა: ყველა ჭკვიანია, მაგრამ თუ თევზის შესაძლებლობებს იმის მიხედვით განსჯი ხეზე ასვლა შეუძლია თუ არა, ის დაიჯერებს, რომ სულელია.“


ეს წიგნი დამეხმარა იმის დანახვაში, რომ ადამიანი რომელსაც დასცინი, ან გგონია რომ შენზე უჭკუოა, შეიძლება შენზე ჭკვიანი იყოს. მაგალითად, ამ წიგნის მთავარ პერსონაჟს - მეექვსეკლასელ გოგონას, ელის დისლექსია აქვს. დისლექსია დაავადებაა, რომელიც ადამიანს წერას და კითხვას ურთულებს. თავისი პრობლების გამო ელის კლასელები ვერ უგებენ და დასცინიან, არავინ ემეგობრება. ელის ძველი მასწავლებელი სკოლიდან რომ არ წასულიყო, შეიძლება ყველაფერი ისე დარჩენილიყო როგორც ყოველთვის, მაგრამ ის წავიდა და მოვიდა სხვა მასწავლებელი, რომელმაც გაუგო საწყალ გოგოს და მიხვდა, რომ მას დისლექსია ჰქონდა. ძველი მასწავლებელიც არ იყო ცუდი, პირიქით, ელის იგი ძალიან უყვარდა და ეწყინა რომ გადავიდა, უბრალოდ ის ვერ მიხვდა რომ გოგონას დისლექსია ჰქონდა. ადრე მისი პრობლემის შესახებ არავინ არ იცოდა, რადგან ელი ვერ ბედავდა ეთქვა რომ  ასოები მის წინ „დაფრინავდნენ“. მაგრამ ახალმა მასწავლებელმა მიახვედრა, რომ დახმარების თხოვნა ყველაზე დიდი სიმამაცეა. ასევე ახალმა მასწავლებელმა აღმოაჩინა, რომ ელის დიდებული ხატვის უნარი ჰქონდა. ელიმ  ამის მერე დაიჯერა, რომ აღარაფერი იყო შეუძლებელი ამიტომ  მასწავლებელს სთხოვა რომ მის ძმასაც დახმარებოდა.
შეიძლება ადამიანს რომელსაც დავცინით ჩვენზე მეტი პლიუსი აქვს. და თუ შენ ხარ ადამიანი, რომელსაც აქვს შეზღუდული შესაძლებლობები, არ შეგეშინდეს, ითხოვე დახმარება. ელი არავის უყვებოდა საკუთრი პრობლების შესახებ და ამიტომ ყველას ეგონა რომ სულელი და ზარმაცი იყო. მაგრამ სინამდვილეში მას უბრალოდ არ შეეძლო კითხვა და წერა, ხოდა ახლა წარმოიდგინეთ ახალი მასწავლებელი რომ არ მოსულიყო მათ სკოლაში. რა მოხდებოდა? ელი გამოცებს ვერ ჩააბარებდა, ვერ დაიწყებდა მუშაობას და იცხოვრებდა უსახლკაროდ. ამიტომ ძალიან გაუმართლა, რომ ასეთი კარგი მასწავლებელი მოვიდა. მან მაშინვე შეამჩნია ელიში რაღაც განსაკუთრებული, ასწავლა კითხვა და წერა, ასევე დააწყებინა ჭადრაკის თამაში, რაც ელის ძალიან კარგად გამოსდიოდა და კონცენტრირებაში ეხმარებოდა.   მაგრამ ყველას ასე არ უმართლებს, ამიტომ არ შეგეშინდეთ დახმარების თხოვნა, თქვენ არავინ არ დაგცინებთ, პირიქით, მაშინ უფრო დაგცინებენ, თუ დახმარებას არ მოითხოვთ. საკმარისია დახმარება მოითხოვო და დაგეხმარებან, ამიტომ ნუ დამალავთ ნურაფერს.
ასევე წიგნში ერთი პატარა დეტალი მომეწონა ელის ჰქონდა დაუჯერებელი ამბების რვეული სადაც ყველა დაუჯერებელ ამბავს იხატავდა, რასაც წარმოიდგენდა, მაგრამ ბოლოს ეს რვეული გადააგდო რადგან დაიჯერა რომ არაფერი იყო დაუჯერებელი.




4 comments:

მე, ბებია, ილიკო და ილარიონი

                            დარწმუნებული ვარ, ბევრ   თქვენგანს აქვს წაკითხული ეს მართლაც რომ გამაოცებელი წიგნი. როგორც კი კითხვა დავ...