თავიდანვე ვამბობ, რომ ამ წიგნმა ჩემზე ძალიან დიდი
გავლენა მოახდინა. ეს წიგნი ერთ-ერთი იმათგანია, რომლების წაკითხვასთან ერთად მათ სამყაროში
გადადიხარ. წიგნი მოგვითხრობს 1800 წელს დაწყებულ ამბავზე, რომელიც 1900 წლამდე გაგრძელდა.
ისტორია იწყება მოთხრობით ბარონ ლეშეზზე, რომელიც ცნობილი გეოგრაფი და გეოლოგი იყო,
თან ასევე კარგი ადამიანი. ერთხელ ექსპედიციაში, ლაპლანდიაში ბარონმა პატარა ბიჭი გადაარჩინა
მგლებისგან. სამადლობელოდ კი ამ ბიჭის მამამ ლეშეზს უთხრა, რომ ის და მისი შვიდი მოდგმა
ლეშეზის მოდგმას დაიცავდა. აქიდან დაიწყო ამბავი.
ბატონ ლეშეზს ჰყავდა შვილი ალექსი. როცა ლეშეზი ლაპლანდიიდან
სახლში ბრუნდება, ამის მერე ვინაცვლებთ 20 წლით წინ: ლეშეზი ექსპედიციის დროს დაიკარგა.
ალექსის ცოლი კი ფეხმძიმედაა და ბოლოს და ბოლოს მშობიარობს. ბავშვს ბრუნჰილდას არქმევენ,
მაგრამ ბრუნჰილდა ყველასგან გამოირჩევა. მას ცხოვრება მხოლოდ ცივ პირობებში შეუძლია.
ალექსმა არ იცის რა ჰქნას, მაგრამ ბოლოს აამუმ (იმ ინდიელის მეორე მოდგმამ, რომლის
შვილიც ლეშეზმა გადაარჩინა) უამბო ზამთრის
ტყის შესახებ, სადაც არასდროს არ იყო ზაფხული და იყო სულ ზამთარი. ალექსი სასწრაფოდ
გაემგზავრა იქ თავის ოჯახთან ერთად და სასახლე ააგებინა. ამის მერე გადის 100 წელი. ბრუნჰილდა ყველას დავიწყებული ჰყავს, ცოტასღა ახსოვს
იგი, როგორც თოვლის დედოფალი.
ამის მერე იწყება ისტორია ინგეზე, რომელიც აღმოაჩენს
რომ უგო ურსუსბერგენი საფრთხეშია და მიდის მის დასახსნელად.
ამ წიგნში ჩაქსოვილია ყველა
ემოცია ერთად: შიში, გაბრაზება, ზიზღი, სიხარული და სევდა. ეს წიგნი გაგაოგნებთ მთავარი
პერსონაჟების სიმამაცით და გაბედულებით. ნუ მაგრამ ხანდახან მთავარი პერსონაჟები მეტისმეტად
სულელურად იქცევიან მაგალითად როცა უგომ ინგეს
პირველად გაუგზავნა წერილი წერილში გარკვევით ეწერა რომ ეს ამბავი პოლიციას არ უნდა
გაეგო მაგრამ ინგემ რა ჰქნა? ადგა და ტყეში წავიდა უგოს გადასარჩენად და დაუტოვა წერილი
ბებიას, რომ უგოს დასახმარებლად მიდიოდა ეტყობა ეგონა ბებო პოლიციაში არ დარეკავდა
და ინგეს დაბრუნებისთვის პერაშკებს გაუმზადებდა.
საინტერესო ფაქტი: წიგნის კითხვის დროს თითქმის ყოველთვის
საბანი მქონდა წამოფარებული იმიტომ, რომ როცა ამ წიგნს კითხულობ, ისე გითრევს თავის სამყაროში
რომ ხან გცივა ხან გცხელა. ხოდა ამ წიგნში სულ ზამთარია და ძირითადად ყველა მოქმედება
ცივ ადგილებში ხდება, მაგალითად ბრუნჰილდას სასახლე, ამიტომ როცა საბნის ქვეშ ვიყავი
თავს მყუდროდ ვგრძნობდი.
მთლიანობაში უმაგრესი წიგნია, მით უმეტეს ქართველი მწერალის
გიორგი მასხარაშვილის დაწერილია და ქართველი მწერალის დაწერილი „ცისფერი ირემის“ მერე
არაფერი წამიკითხავს და მომწონებია.
წაიკითხეთ და გაიგეთ გაუმკლავდებიან თუ არა ბავშვები
ბოროტებას, რომელიც ყინვის სახით ემუქრება
მათ და მთელ კაცობრიობას!
No comments:
Post a Comment