Monday, July 2, 2018

ქურდების მბრძანებელი




ყველას ვპირდები, რომ ეს წიგნი დაწყებისთანვე დააინტერესებს. „ქურდების მბრძანებელი“ ერთი და იგივე თემაზე დაწერილი ორი ისტორიით იწყება, რომლებიც ბოლოს ერთმანეთს „შეხვდებიან”. წიგნში ბევრი მომენტია, როდესაც გგონია რომ ყველაფერი ამოიხსნა და ყველაფერი უნდა დასრულდეს, მაგრამ შეხედავ  და კიდევ ნახევარი წიგნია დარჩენილი. ავტორი გვიყვება გულწრფელი მეგობრობისა და ტყუილის შესახებ რომელიც მეგობრებს ცოტა ხნით ერთმანეთს დააშორებს. წიგნი ასევე გვაჩვენებს ნამდვილი ძმების ისტორიას, რომლებიც ერთმანეთს იცავენ და ეხმარებიან. ახლა რაც ტყუილს შეეხება, თქვენი აზრით ტყუილი ცუდია? ნუ, რა თქმა უნდა, უბრალოდ ტყუილი ცუდია. მაგრამ თუ სიკეთისთვის იტყუები? უცნაურად ჟღერს, მაგრამ ჩემი აზრით, ასეთი ტყუილი ცუდი არ არის.  ჩემი დამრიგებელი ამბობს, რომ ტყუილი ნებისმიერი სახით ცუდია. მაგრამ იქნებ ვიღაცის დაცვისთვის გჭირდება? მე მგონია, რომ ასეთ დროს ტყუილი ცუდი არ არის. ამ წიგნში კი, ეს თქვენ უნდა გადაწყვიტოთ: ცუდი იყო ტყუილი, თუ კარგი. მაგრამ ერთი რაღაც ნამდვილად ვიცი,  ცუდია არის თუ კარგი, ტყუილს მაინც მოკლე ფეხები აქვს. სიმართლე ბოლოს მაინც გამოაშკარავდება და ამ წიგნშიც ასე ხდება. და კიდევ ერთი რამ ვიცი,  არ აქვს მნიშვნელობა სიკეთისთვის იტყუები თუ ბოროტებისთვის. როცა სიმართლეს გაარკვევენ, გაგიბრაზდებიან (ძალიან ბავშვურად ჟღერს, მაგრამ სხვა ვერაფერი ვერ მოვიფიქრე) მერე კი ტყუილზეა დამოკიდებული, შეეგუებიან და გაპატიებენ ტყუილს, თუ არა. რადგან შეიძლება ძალიან მწარედ მოატყუო ვინმე. შეიძლება კიდევ ამ ადამიანის დასაცავად თუ იტყუები გაგიბრაზდეს მაგრამ მერე მიხვდეს, რომ მას იცავდი და შეგირიგდეს.

ახლა კიდევ მეგობრობა. თვითონ წიგნში პერსონაჟები ისეთი ერთგული მეგობრები არიან, რომ თავს სწირავენ ერთმანეთისთვის, მაგრამ არის მომენტები როცა ზოგი პერსონაჟი ეგოისტობას ან აგრესიას იჩენს. საერთოდ ძალიან საინტერესო და დიდი წიგნია (ისტორიას ვგულისხობ). კაი, ვიცი დაგღალეთ, მაგრამ კიდევ ერთ თემაზე ვილაპარაკებ და მოვრჩები: ასაკი. ჩემ ბლოგში უკვე მილაპარაკია ასაკზე, უფრო ზუსტად კი პატარა პრინცის ბლოგში. მაგრამ იქ ვილაპარაკე დიდები როგორ უგებენ პატარებს და არა პირდაპირ ასაკზე. მე გამიგონია, რომ დიდების უმეტესობას ისევ პატარად ყოფნა უნდა, უმეტესობა ბავშვს კი გაზრდა, და აი მე რას ვიტყვი. ჩემი აზრით პატარა როცა ხარ, არ უნდა გინდოდეს გაზრდა, რა უაზრობაა! გაზრდას ყველა ბავშვი მოასწრებს, მაგრამ როცა გაიზრდები ვეღარ დაპატარავდები, ამიტომ ბავშვობაში უნდა გააკეთო ისეთი რაღაცეები, რასაც ვერ გააკეთებ როცა დიდი ხარ, უნდა იყო ლაღი სანამ არ გაქვს არაფერი გასაკეთებელი, მაგალითად სანამ არ გაქვს სამუშაო.    შეიძლება, რომ ბავშვს უნდოდეს გაზრდა თუ ცუდი საცხოვრებელი პირობები, ან ცუდი მშობლები ჰყავს. დარწმუნებული ვერ ამ თემაზე ბევრი წიგნი და ფილმი გექნებათ ნანახი. მაგრამ, თუ ხარ ბავშვი და გაქვს ლაღი და კარგი საცოვრებელი პირობები, მაშინ არ უნდა გინდოდეს გაზრდა. როგორც უკვე ვთქვი, წიგნში ძალიან ბევრი მომენტია როცა გგონია, რომ დასრულდა და მაინც გრძელდება ყოველთვის, ყოველჯერზე წაკითხვისას მეგონა რომ ორი გვერდი იყო დარჩენილი  როცა ნახევარი წიგნიც არ მქონდა წაკითხული. ყოველ შემთხვევაში, ამ ძალიან საინტერესო წიგნის პირველი შეხედვისთანვე არ მოველოდი, რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნი გახდებოდა.
 კიდევ პატარა რამეს დავამატებ. თქვენ რა კრიტერიუმბით აფასებთ წიგნს? მაგალითად, ჩემთვის წიგნში მთავარია კარგი ისტორია და ბევრი ემოცია.  ამ წიგნში კი ერთიც ჭარბადაა და მეორეც!      

ასევე ფილმი -----------> ფილმი :D, რომელიც ჯერ მეც არ მინახავს

🌟🔍

No comments:

Post a Comment

მე, ბებია, ილიკო და ილარიონი

                            დარწმუნებული ვარ, ბევრ   თქვენგანს აქვს წაკითხული ეს მართლაც რომ გამაოცებელი წიგნი. როგორც კი კითხვა დავ...